პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
'პოლიციელებმა 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები და 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭების ცხედრები ამოიყვანეს სამარხიდან. ორი გოგონა დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ“, - ნათქვამია უკრაინის შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, გამომძიებლებმა ოთხი ბავშვის ცხედარი მასობრივი სასაფლაოს სამარხში იპოვეს, ხოლო ერთი ბიჭი საკუთარმა დედამ, სახლის ეზოსი დაკრძალა.
„წინასწარ დადგენილია, რომ ყველა დაიღუპა რუსული დაბომბვის შედეგად მიყენებული ნამსხვრევებით“, - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 17 ოქტომბრის მდგომარეობით 43 მასობრივი სამარხია აღმოჩენილი