დნიპროში გლოვის დღეა - საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

დნიპრო

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროში საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. დაშავებულთაგან 13 კვლავ კლინიკაში რჩება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე სამძებრო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

26 მაისს ოკუპანტებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს, 27 მაისს, დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში დაწერა.

„რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჰუმანურობისა და პატიოსნების წინააღმდეგ მებრძოლთა სტატუსს. სარაკეტო თავდასხმა პოლიკლინიკაზე ქალაქ დნიპროში. ამ დროისთვის დაღუპულია ერთი და დაშავებულია 15 ადამიანი. ადგილზე მიმდინარეობს დაშავებულთა გადარჩენისა და დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციის ოპერაციები“,  – განაცხადა ზელენსკიმ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი ორ შენობას გაუჩნდა და, საერთო ჯამში, 500 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.