ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება შმიგალმა ამერიკულ გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში გააკეთა.
შმიგალი დღეს ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა.
უკრაინის პრემიერის თქმით, პარტნიორების მხრიდან უკრაინაზე კონტრშეტევის დაწყების მოთხოვნით ზეწოლა არ ხორციელდება.
„ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც“, – განაცხადა შმიგალმა.
ამავე ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გავრცელება ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ საკუთარი მიწის გათავისუფლებას.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალა, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა“, – აღნიშნა შმიგალმა.