„არასდროს გაასესხოთ 200 ლარი...“ - თუ გინდათ, რომ მუდამ გქონდეთ ფული – ეს რჩევები დაგეხმარებათ
1741969922
კრივოი როგში, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ახალგაზრდა წყვილი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დავიდი და ქსენია ეპელმანები გასულ წელს დაქორწინდნენ.
ორივე მათგანი 22 წლის იყო.
წყვილის მეგობრების თქმით, დავიდი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
ბოლო მონაცემებით, კრივოი როგში დაჭრილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. მათგან 12 საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა კრივოი როგში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში, 13 ივნისს, გამთენიისას მიიტანეს. დაღუპულია 11 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.