„დარეკეთ, მეგობრებო, შევიფაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია. სულ დაკავებაა, მაგრამ არ დანებდეთ, გავა ზარი - მაია კაჭკაჭიშვილი

კაჭკაჭიშვილი

დომენიკ მანგო, უკრაინიდან ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყნიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მასობრივად იწყება. 

„მე დედას და ბავშვს დავატევ სახლში, თქვენ?

წერია ნომრები, დარეკეთ, მეგობრებო. შევიფაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია. სულ დაკავებაა, მაგრამ არ დანებდეთ, გავა ზარი, როცა იქნება.

ახლა, ამას რომ ვწერ, საკუთარი თავი მეზიზღება, რამდენი ქართველი ბავშვია შესაფარებელი და არც კი მიფიქრია, რომ შემეფარებინა, მაგრამ რაც შემეძლო, სულ ვრიცხავდი და სინდისს ამით ვიმშვიდებდი.

ვეღარ გავიგე, რა გავაკეთო. არც თავის მოსაწონებლად ვწერ ამას. უბრალოდ უნდა ვაღიარო, რომ უსუსური ვარ და ვერ ვარ ისეთი ძლიერი, რომ ყველა ადამიანს გვერდით დავუდგე. ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად!!

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ცხელი ომია, სიკვდილს გაურბიან და რასაც შევძლებ, გავაკეთებ. მაპატიეთ, რომ ვერ გავწვდები ბევრს, მიუხედავად იმისა, ქართველი იქნება ის თუ უკრაინელი“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.