დამატებითი კონკრეტული დახმარება გზაშია - შარლ მიშელი

დახმარება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  განცხადებას იზიარებს და მას მხარდაჭერას უცხადებს.

„უკრაინა და მისი ხალხი არის ოჯახი, დამატებითი კონკრეტული დახმარება გზაშია“, - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ეს ის მომენტია, როცა უკრაინის ევროკავშირში მიღება უნდა გადაწყდეს.