ჩვენი დაყენება კუთხეში არარეალისტური ამბიციაა - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინა

"რუსეთში იციან ჩვენი შეხედულება და პოზიცია მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით, ამიტომ კომენტარები, თითქოს ჩვენ მოლაპარაკებაზე უარი ვთქვით, მხოლოდ მათი ტაქტიკის ნაწილია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„ნათელია, რომ სხვა მიდგომაა საჭირო. მოლაპარაკება უნდა იყოს დაფუძნებული საღ აზრზე და გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნეს უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. უკრაინელებმა მათი წინააღმდეგობით დაამტკიცეს, რომ ჩვენი დაყენება კუთხეში არარეალისტური ამბიციაა.

ტყუილს იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა ბრძანება გასცა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, უარყოფს თავად რეალობა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ღამით და დღეს დილით. ბრძოლა იყო სასტიკი, მაქსიმალური ინტენსივობით. სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად არ იღებს უკრაინისთვის ნებისმიერ მიუღებელ პირობას და ულტიმატუმს. მხოლოდ სრულფასოვანი მოლაპარაკებები“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.