ჩინეთი რუსეთს აკრიტიკებს - „სიტუაცია ისეთია, როგორსაც არ გვსურს, ვხედავდეთ“

ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ამბობს, რომ ახლა "აბსოლუტურად აუცილებელია", ყველა მხარე შეეცადოს, კონფლიქტი "კონტროლს მიღმა არ გავიდეს",- ინფორმაციას ჩინურ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს.

"ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ამჟამინდელი სიტუაცია არის ისეთი, როგორიც ჩინეთს არ სურს, რომ ხედავდეს". - თქვა ვანგ იმ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მისივე სიტყვებით, მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს და "ფართო ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან უნდა იყოს აცილებული".