1732386875
ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებები, მიზანმიმართული კამპანია იყო და არა შემთხვევითობა - ენტონი ბლინკენი
ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებები - მკვლელობა, წამება და გაუპატიურება მიზანმიმართული კამპანია იყო და არა შემთხვევითობა - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მუშაობს მტკიცებულებების შეგროვებაზე, რათა დაეხმაროს გამოძიებაში, უკრაინის გენერალურ პროკურორსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
„ის, რაც ჩვენ ვნახეთ ბუჩაში, არ არის თაღლითური დანაყოფის შემთხვევითი მოქმედება. ეს არის მიზანმიმართული კამპანია მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, სისასტიკის ჩადენის მიზნით. ცნობები უფრო სარწმუნოა. მტკიცებულებები მთელმა სამყარომ ნახა. მომხდარი აძლიერებს ჩვენს და მსოფლიოს ქვეყნების გადაწყვეტილებას, დავრწმუნდეთ, რომ ამა თუ იმ გზით, ამა თუ იმ დღეს, პასუხისმგებლობა დადგება მათთვის, ვინც ჩაიდინა ეს ქმედებები და მათთვისაც ვინც ბრძანება გასცა.
შეერთებული შტატები სხვებთან ერთად მუშაობს მტკიცებულებების შეგროვებაზე, რათა დაეხმაროს უკრაინის გენერალურ პროკურორს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გამოძიებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნება, რათა ეს ომი დასრულდეს,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.