ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
ბრიუსელში აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რაც მოიცავს დარტყმებს მტრის ტერიტორიაზე.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელის პოზიციაა, რომ უკრაინა არის უკანონო აგრესიის სამიზნე და აქვს უფლება კანონიერი თავდაცვითი ომი აწარმოოს.
პეტერ სტანო აცხადებს, რომ ბრიუსელს უკრაინის მიმართ ოფიციალური სტრატეგია არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
ცნობისთვის, ექვსი აგვისტოდან რუსეთში, კურსკის ოლქში ვითარებაა დაძაბული. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროები შეიჭრნენ.