თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
"ბელორუსი უკრაინაში რუსული შეჭრისთვის ემზადება - რომელიც შესაძლოა, ორშაბათს (დღეს) დაიწყოს. ამის შესახებ გუშინ საღამოს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა" - წერს washingtonpost-ი.
მაშინ, როცა ამერიკული გავლენიანი მედია გამოცემა უკრაინაში ბელორუსის შეჭრისთვის მზაობის შესახებ საუბრობს, ბელორუსიაში რუსული და უკრაინული დელეგაციები იმყოფებიან და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან.
”ძალიან აშკარაა, რომ მინსკი ახლა კრემლის გაფართოებას წარმოადგენს”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა უსაფრთხოების სენსიტიურ განვითარებაზე.
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და მან ნება დართო რუს ჯარებს შეკრებილიყვნენ ბელორუსიაში და იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩაეტარებინათ.
თუ ბელორუსია რუსეთის ინტერვენციას შეუერთდება, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს მნიშვნელოვნად გაართულებს, რომლის გამართვასაც ორივე მხარე ბელარუსთან უკრაინის საზღვარზე გეგმავდა.
პუტინმა კვირას განაცხადა, რომ მან თავისი ბირთვული შეკავების ძალები მზადყოფნაში მოაქცია, ის ამ ნაბიჯს დასავლეთის "აგრესიულ განცხადებებს" მიაწერს.
თეთრმა სახლმა ბრძანებას უწოდა "საფრთხეები, რომლებიც არ არსებობს".
იმავდროულად, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ დახურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის და დააფინანსებს იარაღის შესყიდვას უკრაინას, რადგან რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, პირობას დებს, რომ დაბლოკავს კრემლის წვდომას მის მნიშვნელოვან უცხოურ სავალუტო რეზერვებზე დასავლეთში.
რუსული ბანკები SWIFT-დან დაბლოკილია.