„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
აშშ უკრაინას ბირთვულ იარაღს არ დაუბრუნებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანს შეკითხვა დაუსვეს გასულ თვეში „ნიუ იორქ თაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი ვარაუდობდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცეს თანამდებობის დატოვებამდე.
„ეს არ არის განხილული, არა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის უკრაინაში სხვადასხვა ჩვეულებრივი შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ შეძლონ, ეფექტურად დაიცვან თავი და აწარმოონ ბრძოლა რუსებთან და არა ბირთვული შესაძლებლობების. ჩვენ ვაპირებთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მომავალ გუნდთან, რადგან ამ გამოწვევებიდან ბევრი ძირეულად არ შეიცვლება 21 იანვარს. ჯერჯერობით, უნდა ვთქვა, რომ კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა იყო კეთილსინდისიერად, იყო პროფესიონალურად“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, უკრაინამ ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, სადაც დათანხმდა მისი ბირთვული იარაღის დათმობას, რუსეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.