აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირპენში ჩავიდა

ჩემი ქრაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ჩავიდა, სადაც რუსეთის ძალების ინტერვენციის შედეგები იხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით წერს.

„განადგურებული ავტომობილები, დაბომბვის კვალი, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ბატონ ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა, პირადად ენახა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები“, – წერს კულება.

ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინისთვის აშშ-ის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.