აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ კახოვკას ჰესის აფეთქებაში პასუხისმგებელი რუსეთია - NBC News

კაშხალის აფეთქების შედეგები

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში პასუხისმგებელი რუსეთია, - ამის შესახებ NBC News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ორი ამერიკელი და ერთი დასავლელი ოფიციალური პირი აცხადებს, შეერთებული შტატების მთავრობას აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კაშხალზე თავდასხმაში დამნაშავე რუსეთია.

ცნობისთვის, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსებმა 6 ივნისს დილით ააფეთქეს.