"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1741779265
უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებაც გავრცელდა ცნობა, ცოცხალია და ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს.
მებრძოლი, პირველ კომენტარს აკეთებს.
,,დაჭრილი არ ვარ... არტილერია მუშაობდა ჩვენ მხარეს, 2 კაცი მოვყევით დარჩენილი, ორივე კარგად ვართ", - ამბობს ზურაბ მუშუქია.
მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახთან.
ნახეთ, ოჯახის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ ზურაბ მუშუქია ცოცხალია - ემოციური კადრები
ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბახმუტთან ახლოს დაბომბვის შემდეგ გავრცელდა.
ჯგუფი, რომელიც სპეციალურ ოპერაციაზე იყო შესული, მასიურ დაბომბვაში მოყვა. მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა, თანამებრძოლებს კი ზურაბ მუშუქია დაღუპული ეგონათ.