არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის #1 სამიზნე ვარ, კიევში ვრჩები - ზელენსკი

zelenski

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ,,მტერმა მიზანში ამოიღო“.

როგორც ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, ის უკრაინის დატოვებას არ აპირებს.

,,გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ. ამიტომ კიეველებს ძალიან ვთხოვ: იყავით ყურადღებით, დაიცავით კომენდანტის საათი.

არსებობს ინფორმაცია, რომ მტერმა მიზანში ამომიღო და პირველი სამიზნე ვარ, ხოლო ჩემი ოჯახი მეორე. მათ სურთ უკრაინა პოლიტიკურად გაანადგურონ და ეს სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით მოახერხონ.

მე ვრჩები დედაქალაქში ჩემს ხალხთან ერთად, ჩემი ოჯახიც უკრაინაშია, თუმცა არ მაქვს უფლება ვთქვა სად“, - ამბობს ზელენსკი.