Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი დაჰაკა

Anonymous

Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი დაჰაკა. ამ დროისთვის საიტზე შესვლა ვერ ხერხდება

იქამდე, უკვე გაითიშა რამდენიმე რუსული სახელისუფლებო საიტი და ასევე სახელმწიფო პროპაგანდის გამავრცელებელი RT News-ის ვებგვერდი.

Anonymous-ი დეცენტრალიზებული, კიბერ-აქტივისტების საერთაშორისო ჰაკერული ორგანიზაციაა, რომელიც ცნობილია თავისი შეტევებით სხვადასხვა მთავრობასა და ორგანიზაციაზე.

Anonymous-ი იბრძვის ISIS-ის და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგაც.