რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა
1751641039
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისთანავე მიზანმიმართულად დაიწყო კიევზე მასირებული თავდასხმა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე კიევში. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი. ასობით რუსული დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც პუტინმა პრეზიდენტ ტრამპთან ისაუბრა. ის ამას განზრახ აკეთებს. შეწყვიტეთ ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
სიბიგას თქმით, მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ ყველაზე მკაცრი სანქციები, ხოლო უკრაინას მიაწოდონ ყველა საჭირო საშუალება თავდაცვისთვის.
„არასწორი გადაწყვეტილებები აგრესორს ტერორის ესკალაციისკენ უბიძგებს. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და მათზე რეაქციას. ის თუ დაუსჯელი დარჩება, ყველა მიიღებს ძალიან მკაფიო სიგნალს. შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი. იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა ძალის გამოყენებით“, – წერს სიბიგა.
რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, დაშავებულია, სულ მცირე, 21 ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.