"ამიერიდან, ტყვედ ჩავარდნილი რუსი არტილერისტების შეწყალება აღარ მოხდება, მატლებო - ჩვენი პირველი სამიზნე გახდით" - უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები

.jpg

„უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების საძმო რუს არტილერისტებს მიესალმება. გილოცავთ: მას შემდეგ რაც ჩვენი მშვიდობიანი ქალაქები გაანადგურეთ, ჩვენი ნათესავები, ბავშვები, ახლობლები ბომბეთ, თქვენ - მატლებო, ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე გახდით" -  ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური ოპერაციების ძალები რუს „ვანიებს“ შეახსენებენ, რომ მტრები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში გასასამართლებელ საბუთად ასახელებენ სამიზნეებიდან შორს ყოფნას. 

„როგორც ჩანს, შორს ხართ და ისე ისვრით თითქოს ვერ ხედავთ სამიზნეებს: პატარა ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. ეს ყველაფერი თქვენთვის მხოლოდ მიზნებია - ესროლოთ, დაარტყათ და გაფრინდეთ, ჯანდაბას, არა ბიჭებო? - დაამატეს იქვე.

ამის გამო სამხედროები რუს "მატლებს" შემდეგ გადაწყვეტილებას აცნობენ:

”ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია თქვენს შესახებ - ამიერიდან, ტყვედ ჩავარდნილი რუსი არტილერისტების შეწყალება აღარ მოხდება.

„გთხოვ არ მოკლა, გნებდებით“ ვეღარ გიშველით. არ აქვს მნიშვნელობა იქნებით მეთაური, მძღოლი, მსროლელი თუ მტვირთავი - ღორებივით დაგკლავთ ჩვენ უკვე მოვედით თქვენთვის“, - დასძინა სამინისტრომ.

მათ ასევე, რუს დამპყრობლებს მოუწოდეს, რომ უკანასკნელად დაერეკათ დედებისთვის და გაეფრთხილებინათ, რომ ისინი მალე დაიღუპებოდნენ ყველა იმ დანაკარგისთვის, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის.

✕