1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ინგლისში 32 ქალმა ექიმებს მუცელზე გაჩენილი მტკივნეული გამონაყარის გამო მიმართა, რომელიც მას ორსულობის ბოლო პერიოდში გაუჩნდა. აღმოჩნდა რომ გამონაყარი იშვიათი დაავადების - ბავშვის მიმართ ერთგვარი ალერგიის გამო გაჩნდა. ამის შესახებ სტატიას New York Post-ი აქვეყნებს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ფიონა ჰუკერმა მუცელზე წითელი ლაქები შეამჩნია, რომელიც ჭინჭრისგან დასუსხულს ჰგავდა. ქალმა რამდენიმე დღეში ექიმს მიმართა, რადგან ბუშტუკები აუტანლად მტკივნეული გახდა. მას დაუნიშნეს სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო კრემები, მაგრამ ამან არ უშველა.
"როგორც ჩანს, საკუთარი შვილის მიმართ ძლიერი ალერგია მქონდა," - იხსენებს ჰუკერი.
როდესაც ქალი რვა თვის ორსული იყო, ბუშტუკები უზარმაზარი გახდა. მომავალი დედა იძულებული გახდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებისთვის მიემართა. ქალს დაუნიშნეს სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო აბების კურსი, რამაც მდგომარეობა გააუმჯობესა. მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობა კვლავ გაუარესდა: ბუშტუკები უჩნდებოდა მკერდზე, მუცელზე, ხელებსა და ფეხებზე - სადაც კი ბავშვს შეეხებოდა.
ბავშვის დაბადების შემდეგ ჰუკერს დაუსვეს პემფიგოიდის დიაგნოზი - ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალის იმუნური სისტემა აწარმოებს აუტოანტისხეულებს და შეცდომით ესხმის საკუთარ კანს. ყოველი 50 000 ორსული ქალიდან დაახლოებით ერთი დაავადებულია ამ დაავადებით.
მექანიზმი, რომელიც იწვევს აუტოანტისხეულების გამომუშავებას, ჯერ კიდევ ცუდად არის შესწავლილი, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მამის დნმ-ში შემავალი რაღაც აიძულებს პლაცენტას შეტევა განახორციელოს გარკვეული ცილების მიმართ, რომელიც ასევე არის დედის კანშიც. ამრიგად, დაავადება ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფის მიმართ გარკვეული სახის ალერგიად.
დროთა განმავლობაში ახალგაზრდა დედის გამონაყარი პრაქტიკულად გაუქრა, მას აღარ სჭირდება წამლების ყოველდღიური მიღება. ჰუკერი უზომოდ ბედნიერია, რომ საბოლოოდ შეუძლია შვილთან ურთიერთობა ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე.