ალექსანდრ სირსკი - პოკროვსკის მიმართულება ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია, თუმცა მოვახერხეთ ამ ოპერატიულ ზონაში ვითარების სტაბილიზაცია

ალექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის მიმართულებით ვითარების სტაბილიზაცია შეძლეს და ზოგიერთ მონაკვეთზე ტაქტიკური ინიციატივაც მოიპოვეს. ამის შესახებს სირსკი სოციალურ ქსელში წერს.

„პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია, თუმცა თავდაცვის ძალების ჯარისკაცების გამბედაობისა და ოსტატური მოქმედებების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ დონეცკის რეგიონის ამ ოპერატიულ ზონაში სიტუაციის სტაბილიზაცია და ზოგან ტაქტიკური ინიციატივის ხელში ჩაგდება“, – წერს სირსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, 5 მაისს 24 საათის განმავლობაში უკრაინის ძალებმა აგრესორის 78 შეტევა შეაჩერეს.