ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში, 16 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ავრცელებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის არმია არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს, თუმცა მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებას ვერ აღწევს.
სირსკი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიამ მოახერხა კუპიანსკიდან ოკუპანტების უკან დახევა და ქალაქის თითქმის 90 პროცენტზე კონტროლის მოპოვება.
„მტერი 17 თვეზე მეტია, ცდილობს პოკროვსკის აღებას. თუმცა, უკრაინული დანაყოფები ხაზს ინარჩუნებენ და ინიციატივას იბრუნებენ. კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 16 კვადრატულ კილომეტრზე. ასევე, ჩვენ დავიბრუნეთ 56 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია პოკროვსკის დასავლეთით მდებარე გრიშინოს, კოტლინოს და უდაჩნოეს დასახლებების რაიონებში“, – განაცხადა სირსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, ქალაქი პოკროვსკი რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვა, რასაც ოფიციალური კიევი უარყოფს.