პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სახსრების მოსაზიდად ორგანიზებულ საქველმოქმედო აუქციონზე, კრიშტიანუ რონალდუს ავტოგრაფით მაისური გაიყიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მაისური 14 წლის ბიჭს ეკუთვნოდა. ავტოგრაფი ფეხბურთელმა მის მაისურზე 2019 წელს, პორტუგალია-უკრაინის მატჩის დროს დატოვა
სკოლის მოსწავლემ თავისი კერპის მაისური შესწირა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების დასახმარებლად, რომლებიც ახლა წინა ხაზზე არიან და იცავენ უკრაინას რუსი დამპყრობლებისგან.
აღნიშნულია, რომ ლოტი 70 ათას გრივნად გაიყიდა. მთელი შემოსავალი მოხმარდება უკრაინელი სამხედროებისთვის მედიკამენტების შეძენას.
მანჩესტერ იუნაიტედისა და პორტუგალიის ნაკრების ცნობილმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შეიტყო ეს ამბავი და საქველმოქმედო აუქციონის მონაწილეებს მიულოცა.
"იმედი მაქვს, რომ ჩემი მაისური დაეხმარება ახალგაზრდებს უკეთესი მომავლის ქონაში. მინდა მივულოცო უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას ასეთი ქმედება. ვლოცულობ მშვიდობისთვის", - თქვა კრიშტიანუ რონალდუმ.