ზღვამ ცარიელი იახტა გამორიყა - ადგილზე სამაშველო ჯგუფი და ვერტმფრენი მუშაობს (უცხოეთი)

გემი

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის სანაპიროსთან ზღვამ იახტა გამორიყა, რომელიც ცარიელი იყო. დაწყებულია სამძებრო ოპერაცია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვამ გამორიყული იახტის შესახებ შეტყობინება პარასკევს მიიღო. ადგილზე სამაშველო ჯგუფი, ვერტმფრენი და თვითმფრინავი გაგზავნეს. ასევე, ადგილზე დევონისა და კორნუოლის პოლიციის სამაშველო ნავები იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ეკიპაჟებმა გემზე ვერავინ იპოვეს. სამძებრო ოპერაცია შაბათსაც გაგრძელდა, მაშველები ოპერაციას უშუალოდ ზღვაში ატარებდნენ.

მედიის ცნობით, ადგილზე ბრიტანეთის სამხედრო ძალების მესაზღვრე ოფიცრებიც გამოიძახეს. დაწყებულია გამოძიება.