„თბილისი მარათონის“ გამო, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება - დეტალურად
1758899550
უკრაინა მზადაა მომავალში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიით დაიბრუნოს და არა იარაღით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Axios-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რითაც რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი ფაქტობრივი საზღვრების განხილვის საშუალება დაუშვა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტერიტორიების დაბრუნების დიპლომატიური გზით განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ იარაღით ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია ან თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება.
პრეზიდენტი თვლის, რომ ეს ყველასთვის კარგი კომპრომისი იქნება.
"თუ ხვალ ცეცლის შეწყვეტა მოხდება, თუ ჩვენ ძალა არ გვექნება, რომ ეს ტერიტორიები დავიბრუნოთ, მაშინ მზად ვართ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი მომავალში დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ და არა ძალის გამოყენებით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ასეთი საკითხების გადაწყვეტა გვიწევს.“-აცხადებს ზელენსკი.