ზელენსკი: რუსეთი შეხვედრების მიმართ უარყოფით სიგნალებს აგზავნის

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთიდან მომდინარეობს „უარყოფითი სიგნალები შეხვედრებისა და მოვლენების შემდგომი განვითარების კუთხით“.

ზელენსკის თქმით, ეს დასკვნა ეფუძნება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე განხორციელებულ მუდმივ თავდასხმებს, რასაც ყოველდღიურად ახალი მსხვერპლი მოჰყვება.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთის ამგვარ ქმედებებზე დასავლეთის პასუხი სანქციების გამკაცრება უნდა იყოს.

„ზეწოლა აუცილებელია. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. საჭიროა ნაბიჯები რუსეთის მხრიდან - ნაბიჯები რეალური დიპლომატიისკენ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.