1757437894
ზელენსკი - პუტინმა ამერიკელებს უთხრა, რომ წლის ბოლომდე დონბასს აიღებს, დონეცკის ოლქის ნაწილის რუსეთის მიერ დაკავების ფასი წლები და მილიონი ადამიანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ეიბისითან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი წლის ბოლომდე „დონბასის აღებას“ აპირებს და რუსეთის პრეზიდენტმა „ამის შესახებ ამერიკელებს უთხრა“.
„მან ამერიკელებს, თეთრ სახლს და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს, უიტკოფს უთხრა, რომ ორ-სამ თვეში, მაქსიმუმ წლის ბოლომდე დონბასს აიღებს“, – უთხრა ზელენსკიმ „ეიბისის“.
ზელენსკიმ არ დაასახელა ამ ინფორმაციის წყარო.
„დონეცკის ოლქის ნაწილის რუსეთის მიერ დაკავების ფასი წლები და მილიონი ადამიანია, ხოლო თუ სწრაფად უნდათ, მაშინ უბრალოდ მეტი ადამიანი, არა მილიონი, არამედ ორი, სამი მილიონი ცხედარი. აი, ეს არის ფასი“, – დაამატა ზელენსკიმ.