წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავლობაში დელეგაციები ყურადღებას ტერიტორიული საკითხის განხილვაზე გაამახვილებენ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომავალ სამშაბათს ან ოთხშაბათს არის დაგეგმილი.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარების ადგილი აშშ იქნება. მან დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამას რუსეთი.
ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დგას აშშ-ის წინადადება დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა და რუსეთი ამ იდეის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1770838004