კვარამ სპორტინგს საოცარი გოლი გაუტანა
1768945770
კიევში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დედაქალაქზე რუსეთის ბოლო დარტყმების შემდეგ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„მხოლოდ კიევში, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა, ხოლო შენობების მნიშვნელოვანი რაოდენობა - 4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი - გათბობის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მოუწოდა დავოსში შეკრებილ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას დახმარების პაკეტებით.
„თუ დავოსის ფორმატს უკრაინისთვის რეალური შედეგების მოტანა შეუძლია, მაშინ უკრაინა იქ წარმოდგენილი იქნება. არავის სჭირდება ფუჭი პოლიტიკა და საუბრები შედეგის გარეშე“, - დასძინა მან.