თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772220815
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი შემოდგომამდე - მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე.
კითხვაზე იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოსაა უკრაინა მშვიდობის მიღწევასთან, მან უპასუხა, რომ არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“ ამ მომენტსა და ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს შორის.
„ახლა ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი... ეს დამოკიდებულია ამ თვეებზე, იმაზე, გვექნება თუ არა შანსი, დავასრულოთ ომი შემოდგომამდე. არჩევნებამდე - მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. თუ მშვიდობის მიღწევა მოხერხდება, მაშინ ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობების ფანჯარა. ახლა ეს ფანჯარა ღიაა“, - განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, ბოლო მოუღოს ომს, თუმცა ამისთვის საჭიროა მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლის განხორციელება.
„მათ ნამდვილად შეუძლიათ პუტინზე ზეწოლა. მათ შეუძლიათ ამ ომის შეჩერება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მოუწოდა ვაშინგტონის ადმინისტრაციას, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ხელმძღვანელობის ოჯახების მიმართ და მიაწოდოს უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი. მისი მტკიცებით, მხოლოდ ზეწოლის გაძლიერება აიძულებს მოსკოვს, სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებებს.