უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი დღეს ბრიუსელში დაგეგმილ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაში ვიდეოჩართვის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, ჰეგსეტი ვერ შეძლებდა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში პირადად მონაწილეობას.
„დღეს წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 ქვეყანა, მათ შორის აშშ, რომელსაც აქ დელეგაცია წარმოადგენს. ჩვენი ამერიკელი კოლეგა პიტ ჰეგსეტი ვიდეოჩართვით შემოგვიერთდება. მე განსაკუთრებით მიხარია ეს, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ვიდეოჩართვის საშუალებით მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის“ შეხვედრას არც პირადად და არც ვიდეოჩართვით არ დაესწრებოდა.
დღეს ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავმჯდომარეობით იმართება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, „რამშტაინის“ შეხვედრები აშშ-ის თავმჯდომარეობით იმართებოდა.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150