ზელენსკი ავდეევკაში იმყოფებოდა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში ჩვიდა, რომელსაც ბოლო 2 თვეა რუსული ძალები ინტენსიურად უტევენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა 110-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედროებს ჯილდოები გადასცა. ზელენსკის თქმით, ავდეევკა დღეს ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე რთული წერტილია. ის ქალაქის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

ზელენსკის გარდა ავდეევკაში პრეზიდენტის ოფისი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იმყოფებოდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე არაერთხელ იმყოფებოდა - ის იყო ჩასული იზიუმში, ხერსონში, ბახმუტში.