დაურ ბუავას დედა საქართველოშია
1788194838
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადებიან.
კუშნერთან და უიტკოფთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ისინი რუსულ მხარესთან შეხვედრებისთვის და შესაბამისი კომუნიკაციისთვის“, ასევე „უკრაინაში ვიზიტისთვის“ ემზადებიან.
„ჩვენ ჩვენი პოზიციები განვიხილეთ. სტივსა და ჯარედს ვაცნობე უკრაინაში არსებული ვითარების ცვლილებების შესახებ, როგორც ფრონტზე, ისე რუსეთის თავდასხმებთან დაკავშირებით. განვიხილეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულებისკენ ვუბიძგოთ. საჭიროა, რომ მოსკოვში, პუტინთან, შესაბამისი განწყობა იყოს ომის დასრულების და არა ბრძოლის გაგრძელების სურვილი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, სადაზვერვო მონაცემები, როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების, და ყველა სიგნალი რუსეთიდან მიუთითებს, რომ პირადად რუსეთის ლიდერს ჯერ კიდევ სურს ომი. მაშინაც კი, როცა მისი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თანახმა იქნებოდა, ომი შეჩერებულიყო შეხების ხაზზე“, – აღნიშნულია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.
დაურ ბუავას დედა საქართველოშია
1788194838
კარგი სიახლე რუსთავი-თბილისის მგზავრებისთვის
1788195872
შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1788186189