UFC-ის ცნობილი მებრძოლი დააკავეს
1782417196
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მან დაამტკიცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.
„დამტკიცდა სამსახურისთვის 40-დღიანი ოპერაცია, რათა აგრესორ სახელმწიფოზე ზეგავლენა მოახდინოს ომის დასრულებისკენ წახალისების მიზნით“,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში, უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის პოზიციების დაცვაში ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენების წყალობით საქმეს სათანადოდ გაართვა თავი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ცენტრმა „ალფამ“ ოკუპანტი ძალების პერსონალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება შეძლო.
„მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების სამსახური უკვე რამდენიმე თვეა, ფრონტზე უკრაინის პოზიციების დაცვის უმაღლეს მაჩვენებლებს აჩვენებს სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენების წყალობით. სპეციალური ოპერაციების ცენტრი „ალფა“ ლიდერია ოკუპანტი ძალების პერსონალსა და აღჭურვილობაზე დარტყმის შედეგების მიხედვით. ცალკე განვიხილეთ უკრაინის შიდა უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები. გმადლობთ, რომ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს და უკრაინელებს!“,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.