ზელენსკი: აშშ ჩვენ ნატოში ჯერ ვერ გვხედავს - შესაძლოა, მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს, პოლიტიკოსები იცვლებიან, ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ეს ცხოვრებაა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოზიცია, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

„აშშ ჩვენ ნატოში ჯერ ვერ გვხედავს. დიახ, ჯერჯერობით! ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი „ჯერჯერობით“ მდგომარეობაშია. შესაძლოა, მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შესაძლოა, ვინმემ საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ უკრაინული არმია ნატოს მხოლოდ გააძლიერებს და არა პირიქით. პოლიტიკოსები იცვლებიან - ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება. ეს ცხოვრებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.