ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორეს გადადგომისკენ მოუწოდა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში ათი ეპისკოპოსი კათოლიკოს გარეგინ მეორეს (კრტიჩ ნერსისიანი) გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა, პარალელურად მის რეზიდენციასთან ეპისკოპოსის მომხრეებიც შეიკრიბნენ.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი პროვოკაციული ქცევის გამო ეკლესიიდან გააძევეს, თუმცა ისინი დაკავებულები არ არიან.

ეპისკოპოსებმა წაიკითხეს განცხადება და კიდევ ერთხელ მოუწოდებს კათალიკოსს, თანამდებობა დატოვოს, ამის შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, იგი მიესალმება და მხარს უჭერს ათი ეპისკოპოსის მოთხოვნას.

„რა მაკავშირებს მე ამ ათ ეპისკოპოსთან? მე და ათი ეპისკოპოსი ვაღიარებთ, რომ ყველანი ვართ დამნაშავეები სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიაში არსებულ კრიზისში და პასუხისმგებელი ვართ ამ კრიზისის მოგვარებაზე. დღევანდელი შეკრება ეხება იმ ფაქტს, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიაში კრიზისია და ამას ვეღარავინ უარყოფს. ეს კრიზისი უნდა მოგვარდეს და ის არ მოგვარდება მანამ, სანამ კტრიჩ ნერსისიანს არ გადააყენებენ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხური სამოციქულო ეკლესია დაცული უნდა იყოს კტრიჩ ნერსისიანისგან და „სექტანტების სხვა ჯგუფებისგან“.

„სომხეთის სამოციქულო ეკლესია უნდა იყოს დაცული კრტიჩ ნერსისიანისგან და სექტანტების სხვა ჯგუფებისგან, რომლებსაც წმინდა ეჩმიაძინი აქვთ ოკუპირებული“, – განაცხადა ფაშინიანმა.