ზაპოროჟიეში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა

ვვ

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსებმა ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 66 წლის ქალი დაშავდა.