პროკურატურამ შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა
1771857246
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილში ზამთრის შტორმი მძვინვარებს. თოვლის საფარი გარკვეულ ლოკაციებზე 55 სანტიმეტრს აღემატება. ამინდის შესახებ გაფრთხილება ვრცელდება ჩრდილოეთ კაროლინიდან მეინის შტატამდე და კანადის ნაწილებზე.
აშშ-ის მიმართულებით და ქვეყნის შიგნით 5 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ასობით ათასი სახლი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 9 წლის განმავლობაში, როდესაც ნიუ-იორკში ქარბუქის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. ქალაქში აკრძალვაა დაწესებული ყველანაირ გადაადგილებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის.