1778184177
ზაფხული იქნება მომენტი, როცა პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ, გააფართოოს ომი თუ გადავიდეს დიპლომატიაზე - ზელენსკი
ეს ზაფხული იქნება მომენტი, როცა პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ - გააფართოოს ომი თუ გადავიდეს დიპლომატიაზე და ჩვენ უნდა ვაიძულოთ იგი დიპლომატიისკენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
"დღეს აქ წარმოდგენილია მრავალი ქვეყანა. ეს აჩვენებს ჩვენი ერთიანობის მასშტაბს - ყველას, ვინც აფასებს სიცოცხლეს.
გამოწვევები აშკარაა, ირანში მიმდინარე ომი კვლავ გადაუჭრელია და შეიძლება გაზარდოს ცხოვრების ხარჯები ჩვენს ყველა ქვეყანაში, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ზამთრისთვის მზადებაში და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევაში. რუსეთის ომი უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ გრძელდება და ეს ზაფხული იქნება მომენტი, როცა პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ - გააფართოოს ომი თუ გადავიდეს დიპლომატიაზე და ჩვენ უნდა ვაიძულოთ იგი დიპლომატიისკენ," - აღნიშნა ზელენსკიმ.












