დამთხვევა თუ სამყაროს „ნიშანი“ - რას ნიშნავს, როდესაც საათზე ერთნაირ ციფრებს ვხედავთ
1784154137
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა დონალდ ტრამპის მხრიდან არსებული მუქარების ფონზე ქვეყანას შიდა ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებაა. ნებისმიერი ქმედება ან განცხადება, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას გამოიწვევს, ჩვენს ძალას შეასუსტებს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკას პრობლემის შექმნაც კი არ დასჭირდება – შეიძლება, ჩვენ თავად შევუქმნათ საკუთარ თავს პრობლემა. ამიტომ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ გზავნილს, რომელიც საზოგადოებაში დაყოფასა და უთანხმოებას გააღრმავებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ყველა პორტზე საზღვაო ბლოკადა აღადგინა და განაცხადა, რომ თუ თეირანი მოლაპარაკებებს არ განაახლებს, მომავალ კვირაში ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებს განახორციელებს. თავის მხრივ, თეირანი აცხადებს, რომ გასულ კვირას ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო მოქმედებების განახლების შემდეგ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურა.