ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ენერგიის ფასების შემცირებაა - არცერთი სხვა ფაქტორი არ ახრჩობს ევროპულ ინდუსტრიას ასე ძლიერ - ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერი

 ევროკავშირის ლიდერებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ძალისხმევა ენერგიის ფასების შემცირებისკენ, რაც ახრჩობს ევროპულ ინდუსტრიას, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა POLITICO-სთან ინტერვიუში, ბელგიაში დაგეგმილი არაფორმალური სამიტის წინ.

„ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ენერგიის ფასების შემცირებაა“, - განაცხადა კრისტიან შტოკერმა. „არცერთი სხვა ფაქტორი არ ახრჩობს ევროპულ ინდუსტრიას ასე ძლიერ და არცერთი სხვა საკითხი არ აზიანებს ამდენ წევრ სახელმწიფოს ერთდროულად“.

ავსტრიის კანცლერის კომენტარი ეხმიანება სხვა ლიდერების, მათ შორის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას. ორივე მათგანი მოუწოდებს ევროკავშირს, გააუქმოს გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებსაც ისინი ენერგიის მაღალ ფასებში ადანაშაულებენ.

„მიდგომა, რომელიც ჩვენ მწვანე შეთანხმების ფარგლებში ავირჩიეთ, ნამდვილად არ იყო მდგრადი: მაგალითად, ავსტრიაში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, საბოლოო ჯამში, უპირველეს ყოვლისა, წარმოების კლებამ გამოიწვია“, - დასძინა შტოკერმა.