ყოფილი ჩინოვნიკის საბედისწერო შეცდომა! - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები სასამართლო დარბაზიდან

სალტა

ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია. ახლა, ადვოკატთა პაექრობა იწყება, განაჩენს კი ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

დებატებზე გამოსვლისას ბიშიმბაევის საქმის სახელმწიფო პროკურორმა თქვა, რა შეცდომა დაუშვა ბრალდებულმა კუანდიკ ბიშიმბაევმა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ნუკენოვას გარდაცვალება შეიძლებოდა დამდგარიყო ძლიერი დარტყმების შედეგად. ამასთან, ის, მიყენებული დაზიანებების შემდეგ, ნელ-ნელა კვდებოდა და არავინ ეხმარებოდა.

"ჩვენ ვუყურებდით, როგორ ოსტატურად იტყუებოდა ბიშიმბაევი, როგორ ცდილობდა , არ დაეშვა შეცდომა. თუმცა მისი უდანაშაულობის მთელი ვერსია მყისიერად დაინგრა, როცა მის მობილურ ტელეფონში იპოვეს სალტანატის წამების კარები. იმის გამო, რომ ის რეგულარულად აწამებდა და ამცირებდა მას, სიფხიზლე დაკარგა, და ,უბრალოდ,  დაავიწყდა ამ კადრების არსებობა“, - თქვა აიჯან აიმაგანოვამ.

სახელმწიფო პროკურორის თქმით, თავად ბრალდებული შოკირებული იყო, როცა მიხვდა, რომ ეს ვიდეოები ტელეფონში შენახული ჰქონდა.  ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს და აწამებს ბიშიმბაევი სალტანატს ორი საათის განმავლობაში: ბიშიმბაევს ქალი თმებით უჭირავს, თავს კედელს არტყმევინებს და წიხლებით უსწორდება. 

ცნობისთვის, სკანდალური საქმის სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.