ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმის შესახებ
1772377221
ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ამერიკისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები აშშ-სა და ირანს შორის ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განხორციელდა. მზადება მიმდინარეობდა მომავალ კვირას ვენაში დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოჰყვებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ დიპლომატიის ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება. მოგიწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ალტერნატივა არის პოტენციურად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა გუტერეშმა.