ვრცელდება ვულკანის ამოფრქვევის კადრები - რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა

ვულკანის ამოფრქვევის შთამბეჭდავი კადრები

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ლავა ჰაერში 50 მეტრს აღწევდა.

"მეცნიერთა პირველი შეფასება არის ის, რომ ამ ამოფრქვევის დასაწყისი უფრო ძლიერია, ვიდრე წინა ამოფრქვევებში," - განაცხადეს ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში.

ხელისუფლებამ, ვულკანური აქტივობის საფრთხის გამო, დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში, დეკემბრის შემდეგ, ვულკანი უკვე მეხუთედ ამოიფრქვა.