სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
ყოფილმა პრინცმა ენდრიუმ, როგორც ირკვევა, ჯეფრი ეპშტეინთან მინიმუმ ერთი შეხვედრისთვის დედოფალ ელისაბედის საყვარელი რეზიდენცია - სანდრინგემი - გამოიყენა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შავ-თეთრ ფოტოზე ენდრიუ სანდრინგემის სალონში რამდენიმე ქალთან ერთად არის ასახული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სანდრინგემი სამეფო ოჯახის საყვარელი მამულია და სადაც ისინი, როგორც წესი, შობას და ახალ წელს ატარებენ. ტრადიცია გარდაცვლილმა დედოფალმა ელისაბედმა 1988 წელს დაიწყო.

სურათი ათასობით დოკუმენტიდან ერთ-ერთია, რომელიც DOJ-მა გაასაჯაროვა და რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო ნათელს ჰფენდეს ენდრიუსა და ეპშტეინს შორის არსებულ ურთიერთობებს. ეპშტეინი 2019 წელს ფედერალური სექს-ტრეფიკინგის ბრალდებების ფონზე ციხეში გარდაიცვალა.
ეპშტეინთან კავშირის გამო ენდრიუს 2022 წელს ჩამოერთვა სამეფო ტიტულები და სამხედრო წოდებები.
ჯეფრი ეპშტეინის სექსუალური ექსპლუატაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი, ვირჯინია ჯუფრე ამტკიცებდა, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და ენდრიუსთან სამი სექსუალური კონტაქტი ჰქონდა - ბრალდებებს ენდრიუ უარყოფს. 2022 წელს მხარეებმა სასამართლოს გარეშე შეთანხმებას მიაღწიეს.

კრიტიკა ენდრიუს მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდა ჯუფრეს მემუარების გამოქვეყნების შემდეგ. ჯუფრე 2025 წლის აპრილში, 41 წლის ასაკში, გარდაიცვალა.