1774810263
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იორდანიის მეფესთან შეხვედრისას, უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილეს
დოჰას, აბუ-დაბისა და ერ-რიადის შემდეგ, ამანი - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა მეფე აბდულა II-ს. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ისინი მზად არიან დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ამავე საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე ოფიციალურად გაფორმებულია კატართან, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.










