გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1785050002
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას გეგმავს. ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობასაც ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღება სურს ჩრდილოეთ კორეიდან: უკვე ივნისიდან ვორონეჟის ოლქში ემზადებიან მათ მისაღებად. ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემასაც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი შემოდგომისთვის მობილიზაციის გაფართოებისთვის ემზადება.
„დაზვერვის დეტალური ანგარიშები გვაქვს შემოდგომისთვის რუსეთის გეგმებზე. რაც რუსეთის გეგმებში არ არის, ესაა მშვიდობა. პუტინი ძალისხმევებს ამზადებს მობილიზაციის გასაფართოებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.