წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1773770627
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.
დაუნინგ სტრიტის განცხადებით, სტარმერი და ზელენსკი შეთანხმდნენ სამხედრო-სამრეწველო პარტნიორობაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გაზრდას ისახავს მიზნად.
ამასთან, ქვეყნები შეთანხმდნენ უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების ერთობლივ გაყიდვაზე საზღვარგარეთ — კერძოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზ III-საც შეხვდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთანაც გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში.