LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ვიღებთ სიგნალებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. საღამოს ტრადიციულ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე უკრაინელების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან ყურადღებით ვმუშაობთ ომის დასრულებისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს საუბრები ამერიკელ წარმომადგენლებთან და გვაქვს სიგნალები, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს.
ჩვენ ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. ჩვენი პოზიციის სიძლიერე, ჩვენი სახელმწიფოზე ორიენტირებული პოზიციის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ჩვენი საერთო პოზიციაა. უკრაინელების ერთიანობა მათი ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში არის ის, რაც მუშაობს.
უკრაინულ დელეგაციას მიეცა დირექტივები, არსებობს უკრაინული მიმართულება, რომელსაც ჩვენი დელეგაცია მიჰყვება და ძალიან სასურველი იქნებოდა, უკრაინიდან არ გვქონდეს საპირისპირო, არაუკრაინული სიგნალები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადების განსახილველად, ჟენევაში შეხვედრა გამართეს და შედეგად მიღწეული პროგრესის შესახებ განაცხადეს.