იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1743617704
ვლადიმერ პუტინი ღიაა ფინეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუ ჰელსინკს კავშირების აღდგენა სურს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთს არასდროს ჰქონდა პრობლემები არც ფინეთთან და არც შვედეთთან.
„ახლა მათ შეაქვთ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა თავიანთ მიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არ ყოფილა და არსებობდა ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა რუსეთთან. ამ თანამშრომლობის წყალობით, ორივე ქვეყნის კომპანიებმა დივიდენდები და მოგება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ფინეთმაც და შვედეთმაც აირჩიეს ამ ურთიერთობების პრაქტიკულად ნულამდე შემცირება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ურთიერთობების სამწუხარო მდგომარეობა, რასაც ახლა ვხედავთ, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა მსურველებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჰელსინკს რუსეთთან კავშირების აღდგენისთვის „გონებრივად მომზადება“ სჭირდება. ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1 300 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, ნატო-ში 2023 წელს გაწევრიანდა.